შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ავთანდილ კიკნაძე![]()
ბიოგრაფიადაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტი 1995 წელს; რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს დიპლომატიური აკადემია კვალიფიკაციით, დიპლომატიური და საკონსულო სამსახური 1995 წელს; მადრიდის სამეფო დიპლომატიური სკოლა კვალიფიკაციით, საერთაშორისო ურთიერთობები 1996 წელს; თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დოქტორანტურა 2002 წელს. 2003 წლიდან - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის პროფესორი, პოლიტიკის დოქტორი. მონაწილეობს საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციებში, მუშაობს სამეცნიერო ნაშრომებზე, სამეცნიერო და სტუდენტური კონფერენციების ორგანიზებაზე. სამეცნიერო ინტერესები: საერთაშორისო პოლიტიკა, საერთაშორისო ურთიერთობები, საერთაშორისო მოლაპარაკებები, ჩინეთის საგარეო პოლიტიკა და დიპლომატია, თანამედროვე დიპლომატია: თეორია და პრაქტიკა. წყარო: საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი: my.gtu.ge ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |