შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ზიზი სვანიძე![]()
ბიოგრაფიადაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი ინჟინერ-ტექნოლოგის კვალიფიკაციით, სპეციალობა - მინისა და სიტალების ქიმიური ტექნოლოგია 1967 წელს; ვერნადსკის სახელობის გეოქიმიისა და ანალიზური ქიმიის ინსტიტუტის ასპირანტურა 1988 წელს; ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დოქტურანტურა 1999 წელს. 1968 წლიდან მუშაობს საქართველოს პოლიტექნიკურ ინსიტუტში (შემდგმში საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი): 1968-1999წწ. ზოგადი და არაორგანული ქიმიის კათედრა, უფროსი ლაბორანტი, უფროსი მეცნიერ მუშაკი; 1999-2003წწ. კოორდინაციული ნაერთების ქიმიის სამეცნიერო - კვლევითი ლაბორატორია, წამყვანი მეცნიერ მუშაკი; 2001-2006წწ. შავი ლითონების მეტალურგიის კათედრა, პროფესორი; 2003-2004წწ. ფიზიკურად აქტიურ ნივთიერებათა სინთეზის და კვლევის სამეცნიერო კვლევითი ლაბორატორია, მთავარი მეცნიერ მუშაკი; 2006-2014წწ. შავი ლითონების მეტალურგიის კათედრა, სრული პროფესორი; 2014 წლიდან მეტალურგიის, მასალათმცოდნეობის და ლითონების დამუშავების დეპარტამენტი, პროფესორი; გარემოს დაცვის მიმრთულებით საქართველოში და საზღვარგარეთ გამოქვეყნებული აქვს 265 სამეცნიერო ნაშრომი, მათ შორის მონოგრაფია და დამხმარე საგანმანათლებლო სახელმძღვანელოები; არის დოქტორანტებისა და მაგისტრანტების ხელმძღვანელი; ბაკალავრიატის, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის პროგრამის "ეკოლოგია მეტალურგიაში" ხელმძღვანელი; ბაკალავრიატის, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის მოდულის "ეკოლოგია მეტალურგიაში" ხელმძღვანელი; პირველი დოქტორი საქართველოში - გარემოს დაცვის სფეროში; გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის დამოუკიდებელი ექსპერტი; ქიმიის მეცნიერებათა კანდიდატი (დაიცვა მოსკოვში რუსეთის აკადემიის ვ. ი. ვერნადსკის სახელობის გეოქიმიისა და ანალიზური ქიმიის ინსტიტუტში 1988 წელს), ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორი (დაიცვა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 1999 წელს). პროფესორი (2001), ეკოლოგი. წყარო: საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ვებგვერდი: my.gtu.ge ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |