შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
მამუკა მაცაბერიძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი ინჟინერ-ქიმიკოს-ტექნოლოგის კვალიფიკაციით 1980 წელს; საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის ასპირანტურა 1983 წელს. 1983 წლიდან მუშაობს საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტში (შემდგომში საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი): 1983-2009წწ. ზოგადი და არაორგანული ქიმიის კათედრა, უფროსი ლაბორანტი, ლაბორატორიის გამგე, დოცენტი; 2007-2008წწ. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამეცნიერო სექტორი, სექტორის ხელმძღვანელი; 2009 წლიდან კომერციალიზაციის დეპარტამენტი დეპარტამენტის უფროსი; 2009 წლიდან ქიმიური და ბიოლოგიური ტექნოლოგიის დეპარტამენტი, სრული პროფესორი; საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამეცნიერო შრომების კრებულის სარედაქციო კოლეგიის წევრი. მრავალი სამეცნიერო ნაშრომის ავტორი და თანაავტორი. ქიმიის მეცმნიერებათა კანდიდატი (დაიცვა 1990 წელს სსრკ მეცნიერებათა აკადემიის ა. ნ. ნესმეიანოვის სახელობის ელემენტორგანულ ნაერთთა ინსტიტუტში). აკადემიური დოქტორი, პროფესორი (2009). საკანდიდატო დისერტაციის თემა - "პირიდინკარბონმჟავების ამიდების და იმიდაზოლის წარმოებულების მეტალებთან კოორდინაციული ნაერთების რენტგენოსტრუქტურული კვლევა", დაიცვა 1990 წელს. წყარო: საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ვებგვერდი: my.gtu.ge ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |