The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



თამაზ ქარქუსაშვილი

თამაზ ქარქუსაშვილი
დაბადების თარიღი:24 აპრილი, 1959  (66 წლის)
კატეგორია:იურისტი, მეცნიერი, პედაგოგი, ტექნოლოგი, ქიმიკოსი

ბიოგრაფია

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის ქიმიური ტექნოლოგიის ფაკულტეტი ინჟინერ-ქიმიკოს- ტექნოლოგის კვალიფიკაციით 1984 წელს; საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ორგანული ქიმიის კათედრის ასპირანტურა 2005 წელს; საქართველოს საინჟინრო–ტექნოლოგიური და ჰუმანიტარული ინსტიტუტის იურიდიული ფაკულტეტი სამართალმცოდნის კვალიფიკაციით 2007 წელს.

1986-1978წწ. ტრესტი "კავკაზელექტროქსელმშენი", მემონტაჟე; 1978 წლიდან მუშაობს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში: 1978-1991წწ. ორგანული ქიმიის მიმართულება, უფროსი ლაბორანტი; 1991-1995წწ. ორგანული ქიმიის მიმართულება, ასისტენტი; 1995-2006წწ. ორგანული ქიმიის მიმართულება, უფროსი მასწავლებელი; 2010-2011წწ. სსიპ საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის სტაჟიორი; 2009-2011წწ. ორგანული ქიმიის მიმართულება, ლაბორატორიის გამგე; 2011 წლიდან საქართველოს პროფესიონალ ქიმიკოსთა ასოციაციის იურისტი; 2012 წლიდან პროექტ "ასწავლე საქართველოსთვის მონაწილე" სსიპ–დუშეთის მუნიცი­პალი­ტეტის სოფელ მჭადიჯვრის საჯარო სკოლის ქიმიის კონსულტანტ–მასწავლებელი; 2012 წლიდან ქიმიის დეპარტამენტი, ასოცირებული პროფესორი; 2019 წლიდან დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფ. ლამოვანის საჯარო სკოლის, ქიმიის კონსულტანტ-მასწავლებელი; მრავალი სამეცნიერო ნაშრომის ავტორი და თანაავტორი. ქიმიის მეცნიერებათა კანდიდატი (2005), აკადემიური დოქტორი, პროფესორი (2012).

წყარო: საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტის ვებგვერდი: my.gtu.ge


გააზიარე: