შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
მარიამ აბაშიძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: დაბა წაღვერი, ბორჯომის რაიონი. დაამთავრა ქ. თბილისის ქალთა მე–7 გიმნაზია 1921 წელს; თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აგრონომიული ფაკულტეტი მებაღე-მეღვინეობის სპეციალობით 1926 წელს. 1935 წლამდე ოჯახური მდგომარეობის გამო ცხოვრობდა ბათუმში; 1942 წელს მუშაობდა მიკრობიოლოგიის, ეპიდემიოლოგიისა და ბაქტერიოფაგიის ინსტიტუტის ქოლერის განყოფილებაში ლაბორანტის თანამდებობაზე; 1948 წლიდან ამავე ისნტიტუტის ანტიბიოტიკების განყოფილებაში, ხოლო 1950-1971 წლებში თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტში მიკრობიოლოგიის კათედრაზე უფროს ლაბორანტად. გამოქვეყნებული აქვს რამდენიმე საბავშვო მოთხრობა ჟურნალებში: "დილა", "შრომა" და სხვ. საქართველოს დამსახურებელი ექიმის, ბაქტერიოფაგის ინსტიტუტის დირექტორის მოადგილის ნიკოლოზ აბაშიძის მერუღლე. წყარო: მოგონებები წაღვერზე / მარიამ აბაშიძე ; შეადგინა, შენიშვნ. და წინასიტყვ. დაურთო ია გორგიშელმა.-თბ.,2010.-26გვ. ჯილდოები, პრემიები და პრიზები
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |