The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



სოფიო მიდელაშვილი

სოფიო მიდელაშვილი
დაბადების თარიღი:2 ივნისი, 1987  (37 წლის)
კატეგორია:მეცნიერი, პედაგოგი, პოლიტოლოგი

ბიოგრაფია

დაამთავრა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ბაკალავრის აკადემიური ხარისხით 2007 წელს; სოციალური მეცნიერებების მაგისტრის აკადემიური ხარისხით 2010 წელს; საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის დოქტორანტურა 2013 წელს.

2007-2010წწ. - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის წარმომადგენლობითი საბჭო (სენატი), სამდივნოს უფროსი სპეციალისტი; 2010-2023წწ. - წარმომადგენლობითი საბჭო (სენატი), სამდივნოს უფროსი; 2011-2012წწ. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, ბიზნეს-ინჟინერინგის ფაკულტეტის სოციალურ მეცნიერებათა დეპარტამენტი, მოწვეული სპეციალისტი; 2012-2015წწ. - ბიზნეს-ინჟინერინგის ფაკულტეტის სოციალურ მეცნიერებათა დეპარტამენტი, ასისტენტ-პროფესორი; 2014-2017წწ. - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის "კონფლიქტების დარეგულირების სამართლებრივი, პოლიტიკური და ეკონომიკური კვლევების ცენტრის" მენეჯერი; 2015-2019წწ. - სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტი, პოლიტიკისა და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტი, ასოცირებული პროფესორი; 2019 წლიდან - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტი, პოლიტიკისა და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტი, პროფესორი; 2021 წლიდან - სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი, უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის ექსპერტი. სამეცნიერო ინტერესები: კონფლიქტები საქართველოში, საერთაშორისო და რეგიონალური კონფლიქტები, კონფლიქტების პოზიტიური ტრანსფორმაცია, მშვიდობის მშენებლობა, საერთაშორისო გამოცდილება კონფლიქტების პრევენციისა და დარეგულირების მიმართულებით, ევროკავშირის პოლიტიკა, მისი ინსტიტუციური მოწყობა. საერთაშორისო სამეცნიერო ჟურნალის სარედაქციო მრჩეველთა საბჭოს წევრი (IMPACTS OF COVID-19 ON SOCIETIES AND ECONOMIES, December, 2021, London); რედაქტორი - Book "Essays on Economics & International Relations", IJOPEC Publication, London, 2023, ISBN: 978-1-913809-33-1 საერთაშორისო რეფერირებადი სამეცნიერო-პრაქტიკული ჟურნალის "თემიდა" სარედაქციო კოლეგიის წევრი. 4 სადოქტორო ნაშრომის რეცენზენტი; 3 მონოგრაფიის რეცენზენტი; 2 უცხოენოვანი სამეცნიერო სტატიის რეცენზენტი. მონაწილეობს საერთაშორისო კონფერენციებსა და სიმპოზიუმებში. მუშაობს სამეცნიერო ნაშრომებზე. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის პროფესორი.

წყარო: საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი: my.gtu.ge

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • თინათინ წერეთლის სახელობის საქართველოს სამართლის მეცნიერთა მრავალპროფილიანი საერთაშორისო აკადემია, წევრი
  • საქართველოს კრიმინოლოგიის მეცნიერებათა აკადემია, წევრი
  • საქართველოს სოციალურ მეცნიერებათა აკადემია, წევრი

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: