შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ლეილა გვერდწითელი![]()
ბიოგრაფიადაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის ქიმიური და კვების ტექნოლოგიის ფაკულტეტი სპეცილობით ძირითადი ორგანული და ნავთობქიმიური სინთეზის ტექნოლოგია ინჟინერ–ტექნოლოგის კვალიფიკაციით 1971 წელს; საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის არაორგანული ქიმიის კათედრის ასპირანტურა 1971 წელს. 1973 წლიდან მუშაობს საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტში (შემდგომში საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი): 1973-1975წწ. ანალიზური ქიმიის კათედრა, უფროსი პრეპარატორი; 1975-1980წწ. ანალიზური ქიმიის კათედრის ლაბორანტი; 1980-1982წწ. გარემოს დაცვის კათედრა, ლაბორანტი; 1982 წლიდან მუშაობს ქიმიური ტექნოლოგიისა და მეტალურგიის გარემოს დაცვითი ინჟინერიისა და ეკოლოგიის დეპარტამენტში: 1982-1990წწ. ლაბორატორიის გამგე; 1993-1997წწ. კათედრის მასწავლებელი; 1993-2006წწ. კათედრის დოცენტი; 2006-2013წწ. ასოცირებული პროფესორი; 2013 წლიდან სრული პროფესორი. მრავალი სამეცნიერო ნაშრომის ავტრორი და თანაავტორი. ქიმიის მეცნიერებათა კანდიდატი (2006), აკადემიური დოქტორი (2006), პროფესორი (2008). წყარო: საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ვებგვერდი: my.gtu.ge ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |