The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



თეიმურაზ ჭეიშვილი

თეიმურაზ ჭეიშვილი
დაბადების თარიღი:1 ნოემბერი, 1949  (75 წლის)
კატეგორია:გამომგონებელი, ინჟინერი, მეცნიერი, პედაგოგი, ტექნოლოგი, ქიმიკოსი

ბიოგრაფია

დაამთავრა ქიმიური ტექნოლოგიის ფაკულტეტი ინჟინერ–ქიმიკოს–ტექნოლოგის კვალიფიკაციით 1971 წელს; საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის ასპირანტურა 1975 წელს; საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის დოქტურანტურა 2003 წელს. 

1974 წლიდან მუშაობს საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტში (შემდგომში სტუ): 1974-1982წწ. სილიკატების ტექნოლოგიის კათედრა "მინისა და კერამიკის დარგობრივი ლაბორატორია", უმცროსი / უფროსი მეცნიერ მუშაკი; 1982-2003წწ. სილიკატების ტექნოლოგიის კათედრა №35, დოცენტი; 2003 წლიდან ქიმიური ტექნოლოგიის და მეტალურგიის ფაკულტეტი, ქიმიური და ბიოლოგიური ტექნოლოგიების დეპარტამენტი, სილიკატების ტექნოლოგიის მიმართულება, პროფესორი. მრავალი სამეცნიერო ნაშრომის ავტორი და თანაავტორი, 6 გამოგონების ავტორი (თანაავტორი). ტექნიკურ მეცნიერებათა კანდიდატი (1975), ქიმიის მეცნიერებათა დოქტორი (2003), პროფესორი (2003). კერამიკოსი.

წყარო: საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ვებგვერდი: my.gtu.ge

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • მსოფლიო კერამიკოსთა ფედერაცია, წევრი (2008-)
  • ევროპის კერამიკოსთა ასოციაცია, წევრი (1999-)

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: