Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
თამარ ცერცვაძე![]()
Biographyდაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი ინჟინერ-მეტალურგის კვალიფიკაციით 1986 წელს; საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის შავი ლითონების მეტალურგიის კათედრის ასპირანტურა 1989 წელს. 1990 წლიდან მუშაობს საქართველოს პოლიტექნიკურ ინსტიტუტში (შემდგომში სტუ): 1990-1993წწ. შავი ლითონების მეტალურგიის კათედრა, უმცროსი მეცნიერ თანამშრომელი; 1993-1995წწ. ფოლადის მეტალურგიის და ლითონების ღუმელგარეშე დამუშვების სამეცნიერო კვლევითი ლაბორატორია, უმცროსი მეცნიერ თანამშრომელი; 1995-2000წწ. კაზმის მომზადების და გადამუშავების საპრობლემო ლაბორატორია, უმცროსი მეცნიერ თანამშრომელი; 2000-2006წწ. შავი ლითონების მეტალურგიის კათედრა, დოცენტი; 2006-2015წწ. პროფესიული განათლების ცენტრი, სასწავლო პროცესის კოორდინატორი; 2006-2009წწ. ქიმიური ტექნოლოგიისა და მეტალურგიის ფაკულტეტი, ასოცირებული პროფესორი; 2013-2017წწ. მეტალურგიის, მასალათმცოდნეობისა და ლითონების დამუშავების დეპარტამენტი, პროფესორი; 2015-2016წწ. სწავლების დეპარტამენტი, მთავარი სპეციალისტი; 2016-2019წწ. სწავლების დეპარტამენტი, ჯგუფის უფროსი; 2017 წლიდან მეტალურგიის, მასალათმცოდნეობისა და ლითონების დამუშავების დეპარტამენტი, ასოცირებული პროფესორი; 2019-2021წწ. კომერციალიზაციის დეპარტამენტი, ჯგუფის უფროსი. 50-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომის ავტორი და თანაავტორი. ტექნიკურ მეცნიერებათა კანდიდატი (1995, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მეტალურგიის ინსტიტუტი). აკადემიური დოქტორი, პროფესორი (2006), მეტალურგი. წყარო: საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ვებგვერდი: my.gtu.ge Member of Organizations
Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |