Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ეკატერინე ჩხაიძე![]()
Biographyდაამთავრა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ინჟინერ-ქიმიკოს-ტექნოლოგის კვალიფიკაციით 1994 წელს; საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მაგისტრატურა 2000 წელს; საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის დოქტურანტურა 2008 წელს, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი მენეჯერის კვალიფიკაციით 2019 წელს. 2007 წლიდან მუშაობს ივანე ჯავახიშვილი სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სასწავლო პროცესის მართვის დეპარტამენტში მთავარ სპეციალისტად; 2009 წლიდან არის საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ქიმიური ტექნოლოგიისა და მეტალურგიის ფაკულტეტის, ქიმიური და ბიოლოგიური ტექნოლოგიების დეპარტამენტის, ორგანულ ნივთიერებათა ტექნოლოგიის მიმართულებაზე ასისტენტ-პროფესორი; 2021 წლიდან სსიპ-განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის ექსპერტი; 2023 წლიდან აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის სასწავლო პროცესის ადმინისტრირების დეპარტამენტის უფროსი. მრავალი სამეცნიერო ნაშრომის ავტორი და თანაავტორი. ქიმიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი (2009). სადისერტაციო თემა - "α-ამინომჟავების შემცველი, ბიოდეგრადირებადი, უჯერი პოლიესტერამიდები ფუმარის მჟავას საფუძველზე – სინთეზი და გარდაქმნები", დაიცვა 2008 წელს. წყარო: საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ვებგვერდი: my.gtu.ge Member of Organizations
Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |