შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
პეტრე ქოიავა![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. აბაშა. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გეოგრაფია-გეოლოგიის ფაკულტეტი გეოლოგის სპეციალობით 1950 წელს. 1950-1956წწ. მუშაობდა ტრესტ "კურსკგეოლოგია"-ში, გეოლოგისა და გეოლოგიური უბნების ხელმძღვანელის თანამდებობებზე; 1956-1961წწ. ტრესტ "საქნახშირმადანძიება"-ში გეოლოგისა და გეოლოგიური რაზმების ხელმძღვანელად; 1962-1976წწ. "საქგეოლოგიის" სისტემაში სხვადასხვა პარტიის ხელმძღვანელად, ხოლო 1977 წლიდან წყალტუბოს გეოლოგიურ-საძიებო პარტიის ხელმძღვანელად. უდიდესი დამსახურება მიუძღვის გუმბრის ბენტონიტური თიხების საბადოს განვითარებასა და ექსპლუატაციის მასშტაბების გაზრდაში; დაჯილდოებულია ნიშნით "მე-10 ხუთწლედის დამკვრელი" (1981). არის გეოლოგიურ საკითხებზე გამოქვეყნებული ათობით ანგარიშისა და ნაშრომის ავტორი და თანაავტორი. წყარო: კახაბერ ქოიავას მიერ მოწოდებული ბიოგრაფიული მონაცემები. ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |