Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ამირანი ფხაკაძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის ვოკალის განყოფილება. კონსერვატორიის დამთავრებისთანავე ირიცხება საქართველოს სახელმწიფო კაპელის სოლისტად; მალე თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში მიიწვიეს სოლისტად; მისი დებიუტი კიაზოს როლის შესრულებით ზ. ფალიაშვილის ოპერა "დაისში" შედგა; 1969 წელს ქუთაისში იხსნება ოპერის თეატრი და ის ბრუნდება თეატრში, სადაც სიცოცხლის ბოლომდე მოღვაწეობდა; შესრულებული როლები: მურმანი (ზ. ფალიაშვილის "აბესალომი და ეთერი"), აბდუშაჰილი (ა. კერესელიძის "ბაში აჩუკი"), ჩალხია (ო. თაქთაქიშვილის "მინდია), ჟერმონი (ჯ. ვერდის "ტრავიატა"), ალეკო (ს. რახმანინოვის "ალეკო"), ლევანი (ს. დოლიძის "ქეთო და კოტე") და მრავალი სხვა. მისი ბოლო პრემიერა 1981 წელს "დარისპანის გასაჭირში" შედგა. წყარო: მაია ფხაკიძის მიერ მოწოდებული ბიოგრაფიული მონაცემები. Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |