The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



მამუკა მაზავრიშვილი

მამუკა მაზავრიშვილი
Date of birth:15 August, 1957  (67 years)
Category:Actor/Actress

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტი 1980 წელს.

1975-1976 წლებში მუშაობდა თბილისის მოზარდ მაყურებელთა ქართულ თეატრში, სადაც ითამაშა: ბიჭი (თ. მაღალაშვილის "გოგო და ბიჭი"), ქუჩის ბიჭი, პოლიციელი (ტრავერსის "მერი პოპინსი"); 1980-1991 წლებში მეტეხის თეატრის მსახიობია, სადაც განასახიერა: უცნობი (ე. ნიჟარაძის "დაელოდე ვარსკვლავთ ცვენას"), ქარუმიძე (ვ. კანდელაკის "დრო 24 საათი"), თომა (ს. მრევლიშვილის "იესო ნაზარეველი"); 1998 წელს ს. ახმეტელის სახ. დრამატული თეატრის მსახიობია. მის მიერ შესრულებული როლებიდან აღსანიშნავია: ზაზა (ა. მორჩილაძის "ფალიაშვილის ქუჩის ძაღლები"), პედაგოგი, ბუში (ფ. დიურენმატის "მეორედ მოსვლა, ანუ ვიზიტი"), არკადი, მგელი (ო. ბაღათურიას "მეფე ლირი თავშესაფარში" და "საშობაო ხღაპარი"), კაცი (ა. ქოქრაშვილის "მეზუნია ჩიტები"). მ. მაზავრიშვილმა სატელევიზიო  სპექტაკლში "ხორუმი ქართული ცეკვა" შეასრულა მეგზურის როლი, ხოლო კინოფილმებში შექმნა შემდეგი სახეები: მილიციელი ("უმცროსი და"), გამტაცებელი ("ყავა და ლუდი"), გიჟი ("ერთი კაცის ანოტაცია"), მკვლელი ("ცხელი ძაღლი"), პოლიციელი ("მიდიოდა მატარებელი") და სხვა. თეატრისა და კინოს მსახიობი.

წყარო: 2007 წლის საიუბილეო თარიღები: თეატრი, მუსიკა, კინო, ქორეოგრაფია.- თბ., 2007.- გვ.76; ეროვნული ფილმოგრაფიის პორტალი: geocinema.ge


Share: