Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ერვანდ არაქელოვი![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. 1925-1935წწ. მუშაობდა თბილისისა და ხაშურის რკინიგზის კლუბებში; 1935-1939წწ. ხაშურის სახელმწიფო თეატრის მსახიობია; 1939 წლიდან პენსიაში გასვლამდე მოღვაწეობდა გორის სახელმწიფო თეატრში; ე. არაქელოვის მიერ შესრულებული როლებიდან აღსანიშნავია: სევასტი მეწისქვილე, კაკუტა (პ. კაკაბაძის "კოლმეურნის ქორწინება", "ყვარყვარე თუთაბერი"), სტუდენტი (გ. გაბუნიას "ქრისტინე"), მესაზღვრე (გ. მდივნის "სამშობლო"), გოჩა (კ. კალაძის "როგორ"), გივი ჩოლოყაშვილი (აკ. წერეთლის "პატარა კახი"), პავლე (გ. ერისთავის "გაყრა"), ივანე (ა. ოსტროვსკის "უდანაშაულო დამნაშავენი"), შლიახოვი (გრ. ბერძენიშვილის "ჩვენი მიწა"), ათაბაგი (გ. ქელბაქიანის "თქმულება დიად მეგობრობაზე"), ჩოდრიშვილი (გ. ნახუცრიშვილის "სიჭაბუკე ბელადისა"), ელიზბარიანი (ა. შინვანზადეს "პატიოსნებისათვის"), თომა (ჰ. ბიჩერ-სტოუს "ბიძია თომას ქოხი"), მოძღვარი (ი. ჭავჭავაძის "გლახის ნაამბობი") და სხვა. ე. არაქელოვი ნაყოფიერ მუშაობას ეწეოდა სასკოლო და მუშათა კლუბებში, სადაც მისი ხელმძღვანელობით მრავალი პიესა დაიდგა. წყარო: 2007 წლის საიუბილეო თარიღები: თეატრი, მუსიკა, კინო, ქორეოგრაფია.- თბ., 2007.- გვ.77; ერვარდ არაქელოვი : გორის თეატრის მსახიობი. 1907-1986. ნეკროლოგი // გამარჯვება. - გორი, 1986. - 2 ოქტომბერი Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |