The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ზანდა იოსელიანი

ზანდა იოსელიანი
დაბადების თარიღი:18 აგვისტო, 1937  (87 წლის)
კატეგორია:მსახიობი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტი 1959 წელს.

იმავე წელს მუშაობა დაიწყო მარჯანიშვილის თეატრში; მის მიერ განსახიერებული როლებიდან აღსანიშნავია: ლილი (ზაკისა და კუზნეცოვის "ორი ფერი"), ჟაკლინი (მოლიერის "ძალად ექიმი"), რობერტა (ჯ. პრისტლის "საუნჯე"), სოფია მარკოვნა (მ. გორკის "მოხუცი"), დედა (ა. აფინოგენოვის "მაშენკა"), ცვირი შოლია (მ. ჯავახიშვილის "კვაჭი კვაჭანტირაძე"), ეთერი (მ. ბარათაშვილის "ჩემი ყვავილეთი"), თალიკო (კ. ლორთქიფანიძის "კოლხეთის ცისკარი"), მოქალაქე (ფ. დიურენმატის "მილიარდერის ვიზიტი"), ნინო (რ. თაბუკაშვილის "რას იტყვის ხალხი"), მერი (ბროუდის "კერპი"), თეა ("ნოველების საღამო"), ქორევტი ქალი (ევრიპიდეს "მედეა") და სხვა. გადაღებულია ფილმებში: "ბიჭი და ძაღლი", "აბეზარა", "უდიპლომო სასიძო", "ხევსურული ბალადა", "წუთისოფელი", "ანარეკლი", "ვერის უბნის მელოდიები", "ადამიანთა სევდა", "ომი და ქორწილი"; სატელევიზიო ფილმში "ჩემი ცოლის დაქალები" და სხვა. კინოსა და თეატრის მსახიობი.

წყარო: 2007 წლის საიუბილეო თარიღები: თეატრი, მუსიკა, კინო, ქორეოგრაფია.- თბ., 2007.- გვ.77; ეროვნული ფილმოგრაფიის პორტალი: geocinema.ge

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1965 - საქართველოს დამსახურებული არტისტი

გააზიარე: