The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



თამაზ კუნჭულია

თამაზ კუნჭულია
დაბადების თარიღი:1 ივლისი, 1935
გარდაცვ. თარიღი:30 ივნისი, 2021  (85 წლის ასაკში)
კატეგორია:ეკონომისტი, მეცნიერი, პედაგოგი, სოფლის მეურნეობის სპეციალისტი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი ლესა, ახლანდელი ლანჩხუთის მუნიციპალიტეტი.

დაამთავრა საქართველოს სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის აგრონომიის ფაკულტეტი 1959 წელს.

1969–1977წწ. მუშაობდა სოფლის მეურნეობის ეკონომიკისა და ორგანიზაციის სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში (შემდგომში – აგრონომიის ეკონომიკის ინსტიტუტი) განყოფილების გამგედ; 1977–1990წწ. პარტიულ-სამეურნეო ორგანოებში ხელმძღვანელ თანამდებობებზე; 1994–1996წწ. საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის მინისტრის მოადგილედ; 1996–1998წწ. სააქციო საზოგადოება "ქართული ჩაის" გენერალურ დირექტორად; 1998–2005წწ. საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს საფინანსო-ეკონომიკური დეპარტამენტის უფროსად; 2007 წლიდან იყო საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიური დეპარტამენტის უფროსი; 2012 წლიდან საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის მრჩეველი; 2005–2010წწ. ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას. იგი მრავალი სამეცნიერო ნაშრომის ავტორია. მისი კვლევის ძირითადი მიმართულებებია დარგობრივი ეკონომიკის (მეაბრეშუმეობა, მეფუტკრეობა, მეფრინველეობა) და აგრარული პოლიტიკის თანამედროვე პრობლემები. ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორი (1997), აგროეკონომისტი.

წყარო: საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული  აკადემია: ქართული ენციკლოპედიის ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია: georgianencyclopedia.ge საქართველო: ენციკლოპედია: ტ.5. -თბ.,2023. -გვ.234

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემია, ნამდვილი წევრი (2013-)
  • საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემია, წევრ-კორესპონდენტი (2003-)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 2000 - ღირსების ორდენი

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: