The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



თინა ლუხავა

თინა ლუხავა
დაბადების თარიღი:30 აგვისტო, 1927  (97 წლის)
გარდაცვ. თარიღი:19??
კატეგორია:მოცეკვავე

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. სოხუმი.

1944 წლიდან თ. ლუხავა ცეკვავდა აფხაზეთის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლში ცნობილი ლოტბარის, კიწი გეგეჭკორის ხელმძღვანელობით (ქორეოგრაფი რ. აგრბა); ლუხავას, როგორც ქორეოგრაფის ჩამოყალიბებაში განსაკუთრებული წვლილი მიუძღვის ქართველ ქორეოგრაფს ი. ციმაკურიძეს, რომელიც 1950-1961 წლებში ნაყოფიერად მუშაობდა აფხაზეთის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლში. თ. ლუხავა II მსოფლიო ომის პერიოდში ანსამბლთან ერთად აქტიურად მონაწილეობდა საშეფო კონცერტებში, გამოდიოდა ჰოსპიტლებში; 1958 წელს მონაწილეობდა თბილისში გამართულ აფხაზეთის ლიტერატურისა და ხელოვნების დეკადაში. მოცეკვავის საშემსრულებლო ოსტატობა გამოვლინდა ცეკვებში: "განდაგანა", "სიმდი", "პაემანი" და სხვა.

წყარო: 2007 წლის საიუბილეო თარიღები: თეატრი, მუსიკა, კინო, ქორეოგრაფია.- თბ., 2007.- გვ.80

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • მედალი "შრომითი მამაცობისთვის"
  • აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის დამსახურებული არტისტი

გააზიარე: