შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
შოთა კუპრაშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია 1946 წელს. 1947 წლიდან თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას ხატვის კათედრაზე (1976-იდან – პროფესორი). აღზარდა ქართველ მხატვარ-გრაფიკოსთა მრავალი თაობა. 1946 წლიდან მონაწილეობდა რესპუბლიკურ, საკავშირო და საერთაშორისო სამხატვრო გამოფენებში. მისი შემოქმედება მოიცავს გრაფიკის ყველა სახეობას - დაზგურს, წიგნის, გამოყენებით გრაფიკას, პლაკატს. იყო ქართული შრიფტის გარნიტურების ავტორი. განსაკუთრებულია 1965 წეელს შესრულებული მხატვრული შრიფტი "თბილისის მეტროპოლიტენი". 1975 წელს შექმნა სატიტულო შრიფტები გამომცემლობებისთვის. მისი ნამუშევრები ინახება საქართველოს ეროვნულ მუზეუმში, დ. შევარდნაძის სახელობის სამხატვრო გალერეაში, კერძო კოლექციებში. მხატვარ-გრაფიკოსი. წყარო: საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია: ქართული ენციკლოპედიის ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია: georgianencyclopedia.ge; საქართველო: ენციკლოპედია: ტ.5. -თბ.,2023. -გვ.235 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |