The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ზაურ წოწკოლაური

ზაურ წოწკოლაური
დაბადების თარიღი:19 აგვისტო, 1948  (76 წლის)
კატეგორია:პოეტი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი ხეობა, დუშეთის რაიონი.

დაამთავრა საქართველოს ზოოვეტერინარული ინსტიტუტი ზოოტექნიკოსის სპეციალობით 1976 წელს.

1949 წლიდან საცხოვრებლად გადავიდა თიანეთის რაიონში; 1951-1953 წლებში ოჯახთან ერთად იყო რეპრესირებული და გადასახლებული სამხრეთ ყაზახეთის ოლქში; 1971-1985წწ. მუშაობდა თბილისის მეფრინველეობის ფაბრიკაში საამქროს უფროსის თანამდებობაზე; 1985-1992წწ. გარდაბნის რაიონის სოფელ მარტყოფის მებოცვრეობის მრავალპროფილურ კომპლექსში საიჯარო რგოლის ხელმძღვანელად; ლექსების წერა ბავშვობიდან დაიწყო; 2011 წლიდან მონაწილეობს ფოლკლორულ საღამოებსა და ფესტივალებში; 2011 წელს მცხეთა-მთიანეთის რეგიონში მოეწყო "დამბალი ხაჭოს" გამოფენა-გაყიდვა სახელწოდებით "მადლი ფშაური მიწისა", სადაც გადაეცა პრიზი საუკეთესო ლექსისთვის დამბალ ხაჭოზე; 2015-2016წწ. მონაწილეობდა საქართველოს ფოლკლორის ეროვნული ფესტივალის ნომინაციაში "ზეპირსიტყვერება, კაფია" - გახდა ფესტივალის გამარჯვებული; 2017 წელს კი, წმინდა ილია მართლის გაზეთ "ივერიის" სახელობის პროზა-პოეზიის ფესტივალის  მთავარი პრიზის მფლობელი; 2017-2020წწ. მონაწილეობდა ვახუშტი კოტეტიშვილის სახელობის ხალხური პოეზიის საღამოებში "ლექსო, არ დაიკარგები". არის ავტორი წიგნისა - "სულ შენთანა ვარ, იორო...". წიგნის პრეზენტაცია მოეწყო თიანეთში, სადაც თიანეთის მერიამ რაიონის კულტურულ ცხოვრებაში აქტიური მონაწილეობისთვის დააჯილდოვა მადლობის სიგელით. წიგნის გამოცემასთან დაკავშირებით სტატიები და ლექსები გამოქვეყნდა: ჟურნალში საქართველოს ბიბლიოთეკა : სამეცნიერო-პოპულარული და მეთოდური ჟურნალი.- თბილისი, 2022. N 4 (89).-გვ.45-46გაზეთში "თიანეთის მომავალი".-N108, ოქტომბერი, 2022. ფშაველი მოკაფიავე.

წყარო: ლალი ყარყარაშვილის მიერ მოწოდებული ბიოგრაფიული მონაცემები.

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: