The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



პიერ ქადაგიშვილი

პიერ ქადაგიშვილი
Date of birth:11 September, 1937  (87 years)
Category:Actor/Actress

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

სკოლის დამთავრების შემდეგ მუშაობა დაიწყო რუსთაველის სახელმწიფო თეატრში. 1963-1967 წლებში სწავლა განაგრძო შ. რუსთაველის სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტზე. სხვადასხვა დროს მუშაობდა მესხეთის (1967-1979), მეტეხის (1979- დღემდე) თეატრებში. მის მიერ შესრულებული როლებიდან აღსანიშნავია: მესხეთის თეატრში: მანგლელი, ალავერდ-ხანი, ჭყონდიდელი, (ო. ჩხეიძის "თევდორე", "ქეთევანი" და "გიორგი"), შვაიცერი (შილერის "ყაჩაღები"), ორგონი (მილერის "ტარტიუფი"), ჩონთა (ვაჟა-ფშაველას "მოკვეთილი") მაიორი ბიკოვი (ა. გეწაძის "პაემანი ცაში"), სამსონი (აკ. წერეთლის "კინტო"), იპოლიტი (ე. რიაზანოვის "გაამოთ"), გურამი, ტიგრანგულოიანი (ნ. დუმბაძის "მზიანი ღამე", "საბრალდებო დასკვნა"), ბაბუა მათე (თ. ჭილაძის "დავიწყებული ამბავი"), იაზონი (ლ. სანიკიძის "მედეა"), ავეტიკა (ავქ. ცაგარელის "რაც გინახავს, ვეღარ ნახავ"), ბარტოლოუსი (ჯ. ფლეტჩერის "ესპანელი მღვდელი"), ირაკლი, ხარება (გ. ბერიაშვილის "მეხდაცემული კაკალი"), გენერალი ანდრონიკაშვილი, მერაბი (ვ. კანდელაკის "დრო 24 საათი" და "მაია წყნეთელი"), ნოდარი (ო. იოსელიანის "მოჯადოებული მწვერვალი"), კავალერი რიფარატა (გოლდონის "სასტუმროს დიასახლისი"), იეთიმ გურჯი (ო. მამფორიას "იეთიმ გურჯი"), ივანე (ა. ჩხაიძის "სიბრძნე სიკვდილისა"), ლორდი მონტეგიუ (ვ. ჰიუგოს "მარიამ სტიუარტი"), სოკრატე (ვ. კანდელაკის "სოკრატე"), გოდაბრელიძე (რ. თაბუკაშვილის "რაიკომის მდივანი"), მამა (გ. სუხიშვილის "დედა, მამა და მისი შვილები") და სხვა. მეტეხის თეატრში: ბურგოსი (ს. კარასის "ძალოსნები"), ამირანა (დ. კლდიაშვილის "უბედურება"), ექვთიმა (ნ. დუმბაძის "დიდრო"), პან პალივეცი (ი. ჰაშეკის "შვეიკი"), სართანია (ა. ჩხაიძის "ხიდი"), დონ პაბლო (ვალიეხოს "ალმოდებული წყვდიადში"), ექიმი (კრუჩკოვსკის "თავისუფლების პირველი დღე"), კურატორი (ბ. ბრეხტის "გალილეის ცხოვრება"), გიორგი (ო. ჭილაძის "მკვლელობა"), ლაზარე (ი. ჭავჭავაძის "განდეგილი"), ხრინწა მეზობელი (ეგ. ნინოშვილის "პარტახი"), მოხუცი (მ. დოლიძის "მდგმურები"), მარშალი ამილახვარი (რ. მიშველაძის "უფანდუროდ ნამღერი"), მწიგნობართუხუცესი, ციცხვთუხუცესი, პატიმარი N2006 (ს. მრევლიშვილის "განკითხვის დღე", "ჟამი განწმენდისა", "სიკვდილმისჯილთა თეატრი") და სხვა. 

წყარო: 2007 წლის საიუბილეო თარიღები: თეატრი, მუსიკა, კინო, ქორეოგრაფია.- თბ., 2007.- გვ.82

Awards and Honors

  • 1977 - საქართველოს დამსახურებული არტისტი

Share: