The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ვარია პეტროვა

ვარია პეტროვა
დაბადების თარიღი:11 სექტემბერი, 1927  (97 წლის)
კატეგორია:მსახიობი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი. 

სწავლობდა თბილისის კინოსტუდიასთან არსებულ სასწავლებელში, რომლის მეორე კურსიდან გადაიყვანეს (1951 წ.) შ. რუსთაველის სახელობის თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტზე.

ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ მუშაობა დაიწყო კ. მარჯანიშვილის სახელობის თეატრში მსახიობად. შესრულებული აქვს შემდეგი როლები: პაშა (ა. ოსტროვსკის "ლამაზი მამაკაცი"), მაგდანა (ავქ. ცაგარელის "რაც გინახავს, ვეღარ ნახავ"), ვერიჩკა (პ. კაკაბაძის "კოლმეურნის ქორწინება"), ნასტია (მ. გორკის "ფსკერზე") და სხვა. 1960-1967 წლებში მუშაობდა თბილისის სანკულტურის თეატრში მსახიობად. 1967 წელს თბილისი თოჯინების სახელმწიფო ქართულ თეატრში მსახიობად. აქ მან მრავალი საპასუხისმგებლო როლი შეასრულა, რომელთა შორის აღსანიშნავია: გოგონა (ო. ჰენრის "წითელკანიანთა ბელადი"), გუვერნანტი ქალი (ა. კუპრინის "თეთრი ცუგა"), ქეთინო (ტ. ჯავთასის "თხუპნია"), დედა (გ. ნარიმანაშვილის "ლალის ვარსკვლავი"), მელია (ნ. გერნეტისა და ტ. გურევიჩის "ბატის ჭუკი"), პირიმზე (ფ. ბაუმის "პირიმზე"), ბაჭია (გ. ლანდაუს "ფიფქიას სკოლა"), ნიფ-ნიფი (ე. სპესანსკის, ს. მიხალკოვის "მხიარული ზღაპრები"), მალვინა (ა. ტოლსტოის "ბურატინოს თავგადასავალი"), ფარშავანგი (ვ. ლიფშიცის, ი.კიჩანოვას "იდუმალი ჰიპოპოტამი") და მრავალი სხვა.

წყარო: 2007 წლის საიუბილეო თარიღები: თეატრი, მუსიკა, კინო, ქორეოგრაფია.- თბ., 2007.- გვ.83

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 2001 - ღირსების ორდენი
  • 1976 - საქართველოს დამსახურებული არტისტი

გააზიარე: