The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



დიმიტრი კურდღელაიძე

დაბადების თარიღი:16 ოქტომბერი, 1927  (97 წლის)
კატეგორია:მათემატიკოსი, მეცნიერი, პედაგოგი, ფიზიკოსი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი შენაქო, ახმეტის მუნიციპალიტეტი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკა-მათემათიკის ფაკულტეტი 1949 წელს.

1950–1954წწ. და 1961–1974წწ. მუშაობდა მოსკოვის მ. ლომონოსოვის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში, 1954–1961წწ. – სსრკ მეცნ. აკადემიის ენერგეტიკის ინსტიტუტში (ЭНИН); 1975–1992წწ. იყო თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის (1992-იდან თსსუ) სამედიცინო ფიზიკისა და ბიოფიზიკის კათედრის გამგე; 1992–2004წწ.  ამავე კათედრის პროფესორი; 2004 წლიდან – საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ნ. მუსხელიშვილის სახ. გამოთვლითი მათემატიკის ინსტიტუტის მეცნიერი თანამშრომელი. ის არის სამეცნიერო შრომების, მათ შორის 11 მონოგრაფიის ავტორი. მისი სამეცნიერო ინტერესების სფეროა გრავიტაციის თეორია, კოსმოლოგია, ელემენტარული ნაწილაკების თეორია, კლასიკური და კვანტური ველების თეორია, არაასოცირებადი ველის თეორია; დ. ივანენკოსთან ერთად ჩამოაყალიბა ჰიპოთეზა კვარკული ვარსკვლავების არსებობის შესახებ და იწინასწარმეტყველა კვარკების დეკონფაინმენტის შესაძლებლობა. წლების განმავლობაში ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას სხვადასხვა უმაღლეს სასწავლებელში. სტუდენტებისთვის გამოსცა სახელმძღვანელო სამედიცინო ბიოფიზიკაში (1997). ფიზიკოს-თეორეტიკოსი, ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორი (1968), პროფესორი (1979).

წყარო: საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია: ქართული ენციკლოპედიის ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია: georgianencyclopedia.ge საქართველო: ენციკლოპედია: ტ.5. -თბ.,2023. -გვ.238

ბიბლიოგრაფია

  • სამედიცინო ბიოფიზიკა : ლექციების ჩანაწერი (ავტორი). - თბილისი, 1997. - 182გვ.
  • გეომეტრიის ამოხსნილი ამოცანები : პლანიმეტრია (თანაავტორი). - თბილისი, თბილისის წიგნების ფაბრიკა, 1991. - 859გვ.
  • სამედიცინო ფიზიკა : მეთოდური მასალა სტუდენტებისათვის (თანაავტორი) // ნაწ. 3, ოპტიკური და ატომური მოვლენები და მათი მედიკო-ბიოლოგიური გამოყენება. - თბილისი, 1990. - 158გვ.
  • სამედიცინო ფიზიკა : მეთოდური მასალა სტუდენტებისათვის (თანაავტორი) // ნაწ. 2, ელექტრონული მოვლენები და მათი მედიკო-ბიოლოგიური გამოყენება . - თბილისი, 1990. - 138გვ.
  • სამედიცინო ფიზიკა : მეთოდური მასალა სტუდენტებისათვის (თანაავტორი) // ნაწ. 1, მექანიკური მოვლენები და მათი მედიკო-ბიოლოგიური გამოყენება . - თბილისი, 1990. - 160გვ.

გააზიარე: