The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



თეიმურაზ ბეჟოშვილი

თეიმურაზ ბეჟოშვილი
დაბადების თარიღი:20 მარტი, 1982  (43 წლის)
კატეგორია:იურისტი, მეცნიერი, პედაგოგი

ბიოგრაფია

დაამთავრა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი იურისტის კვალიფიკაციით 2004 წელს; ბერლინის სახელმწოფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი (გერმანია) სამართლის მაგისტრის კვალიფიკაციით (LL.M.) 2006 წელს; საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის დოქტორანტურა 2012 წელს.

2006-2009წწ. - საქართველოს ტექნიკური უნივერისტეტის ეკონომიკისა და სამართლის საერთაშორისო გერმანულენოვანი ინსტიტუტი, ლექტორი; 2007-2014წწ. - ქალაქ თბილისის მერია, იურიდიული საქალაქო სამსახური, იურისტი; 2009 წლიდან - საქართველოს ტექნიკური უნივერისტეტის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფალულტეტი, პროფესორი; 2012-2015წწ. - უმაღლესი სასწავლებელი "ჯორჯია", იურიდიული ფაკულტეტი, ასოცირებული პროფესორი; 2013-2017წწ. - საქართველოს საავიაციო უნივერისტეტის იურიდიული ფაკულტეტი, ასოცირებული პროფესორი; 2014-2015წწ. - კონსტიტუციონალიზმის კვლევისა და ხელშეწყობის რეგიონალური ცენტრი, ტრენერი; 2015-2019წწ. - სეუ - საქართველოს ეროვნული უნივერისტეტი, იურიდიული ფაკულტეტი, ასოცირებული პროფესორი; 2015 წლიდან - საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციის დეპარტამენტი, იურიდიული სამსახურის უფროსი; 2018-2019წწ. - გაუ - ქართულ-ამერიკული უნივერისტეტი, სამართლის, სოციალური მეცნიერების და დიპლომატიის სკოლა, ლექტორი; 2023 წელს - საქართველოს იურისტთა უმაღლესი სკოლა, ლექტორი/ტრენერი. 2017 წლიდან - საქართველოს ტექნიკური უნივერისტეტის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის საბჭოს წევრი, ფაკულტეტის არჩეული ეთიკოს კომისიის თავმჯდომარე; 2023 წლიდან - საქართველოს ტექნიკური უნივერისტეტის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის საერთაშორისო სამეცნიერო რეფერირებადი ჟურნალის "თემიდა"-ს სარედაქციო კოლეგიის წევრი. სამეცნიერო ინტერესები: ადმინისტრაციული სამართალი და პროცესი, სახელმწიფო მოწყობის სამართალი (საქართველო და ფედერალიზმი), კონსტიტუციური სამართალი, სამოხელეო სამართალი, ადგილობრივი თვითმმართველობის მუნიციპალური სამართალი, სამშენებლო სამართალი, თავდაცვის სამართალი/შეიარაღებული კონფლიქტების სამართალი. მონაწილეობს საერთაშორისო კონფერენციებსა და სიმპოზიუმებში. მუშაობს სამეცნიერო ნაშრომებზე. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის პროფესორი, სამართლის დოქტორი (PhD).

წყარო: საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი: my.gtu.ge


გააზიარე: