შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
არჩილ ლორია![]()
ბიოგრაფიადაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი 1990 წელს; დოქტორანტურა 1995 წელს. 1992-2000წწ. - საქართველოს იუსტიციის სამინისტრო, მოქალაქეობისა და იმიგრაციის დეპარტამენტის უფროსი; 1996-2008წწ. - თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი, ასოცირებული პროფესორი; 2009 წლიდან - თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტი, პროფესორი; 2014-2017წწ. - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, მოწვეული პროფესორი; 2017 წლიდან - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის პროფესორი. ახორციელებს სამეცნიერო კვლევებს ადამიანის ძირითადი უფლებების, კონსტიტუციური სამართლის, მოქალაქეობის სფეროებში. აქვს არაერთი სამეცნიერო ნაშრომი, რომლებშიც გამოთქმულია საქმიანი წინადადებები მოქმედი კანონმდებლობის სრულყოფის მიზნით. ცალკეული მოსაზრებები გაზიარებულია კანონმდებლის მიერ. სამეცნიერო ინტერესები: ადამიანის ძირითადი უფლებები, კონსტიტუციური სამართალი, მოქალაქეობის საკითხები. ავტორია 31 სამეცნიერო ნაშრომის, მათ შორის - 5 მონოგრაფია (მათგან 2 - თანაავტორობით); 1994 წელს - საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თანადამფუძნებელი; 2014 წელს - სამართლის მეცნიერთა კავშირის დამფუძნებელი და წევრი. საერთაშორისო ელექტრონული სამეცნიერო ჟურნალის "სამართლის მაცნეს" სარედაქციო კოლეგიის წევრი. წყარო: საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი: my.gtu.ge ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |