The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



რამაზ კუტუბიძე

რამაზ კუტუბიძე
დაბადების თარიღი:31 ოქტომბერი, 1941
გარდაცვ. თარიღი:28 იანვარი, 2021  (79 წლის ასაკში)
კატეგორია:ექიმი, მეცნიერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტი 1965 წელს.

1965 წლიდან მუშაობა დაიწყო ჩოხატაურის ამბულატორიაში ქირურგად; 1969 წლიდან თბილისის I საავადმყოფოში; 1970 წლიდან იყო თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის ბავშვთა ქირურგიული კათედრის თანამშრომელი; 1984–1994წწ. კათედრის პროფესორი; 1994–2017წწ. კათედრის გამგე; 2017 წელს მიენიჭა ემერიტუსის წოდება; 1994 წლიდან ხელმძღვანელობდა თბილისის სამედიცინო აკადემიის ბავშვთა ქირურგიის კურსს; 1996 წლიდან იყო საქართველოს ბავშვთა ქირურგთა ასოციაციის პრეზიდენტი. არის სამეცნიერო ნაშრომების ავტორი, მათ შორის 1 მონოგრაფიისა და 2 სახელმძღვანელოს, რომლებიც ეხება ბავშვთა ქირურგიის აქტუალურ პრობლემებს. მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები. მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (1983), პროფესორი (1984). ბავშვთა ქირურგი.

წყარო: საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული  აკადემია: ქართული ენციკლოპედიის ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია: georgianencyclopedia.ge; რამაზ კუტუბიძე - 80 // ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა.-თბ.,2021.-N4;  საქართველო: ენციკლოპედია: ტ.5. -თბ.,2023. -გვ. 246

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 2017 - ღირსების ორდენი

გააზიარე: