The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



რუსუდან ქვლივიძე

რუსუდან ქვლივიძე
დაბადების თარიღი:19 სექტემბერი, 1947
გარდაცვ. თარიღი:1994  (46 წლის ასაკში)
კატეგორია:მსახიობი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტი 1970 წელს.

სხვადასხვა დროს მუშაობდა: თბილისის მოსწავლეთა სასახლის დრამატული წრის პედაგოგად (1970-1972), საქართველოს ტელერადიომაუწყებლობის სახელმწიფო კომიტეტში რეჟისორის ასისტენტად (1972-1974), მარჯანიშვილის თეატრის მსახიობად (1974), თბილისის მოსწავლეთა სასახლის დრამწრის ხელმძღვანელად (1975-1978), ხოლო 1975 წლიდან მეტეხის თეატრის მსახიობი იყო; მის მიერ შესრულებული როლებიდან აღსანიშნავია - მარჯანიშვილის თეატრში: გოგონა ბუშტით, მზის ქალი (ჯ. იოსელიანის "ტაკიმასხარა" და "ეთერიანი"), ბანკირი და მოცეკვავე (მ. ჯავახიშვილის "კვაჭი კვაჭანტირაძე"), ლია (რ. თაბუკაშვილის "ჭრილობა"); მეტეხის თეატრში: ქრისტინა და ექიმი (ნ. ოსტროვსკის "როგორ იწრთობოდა ფოლადი"), არკონდა (ს. კარასის "ძალოსნები"), მაია (დ. კლდიაშვილის "უბედურება"), ბაბულა (ლ. ბეროშვილის "ზამთარი"), ფრაუ კრამერი (ვ. ბორჰერტის "გარეთ, კარის წინ"), ნატო რაზმაძე (ა. ჩხაიძის "ეძიებდე"), ელისაბედი (თ. ჭილაძის "მკვლელობა"), დონა პეპიტა (ბ. ვალიეხოს "ალმოდებულ წყვდიადში"), ცოლი (ჯ. ქარჩხაძის "ოპერაცია დეიდა ტასო"), დედა (გ. ჯოხაძის "ტანტრე ბიჭის ოჯახი"), ჭორიკანა (ნ. ლორთქიფანიძის "რუმბი"), გლეხის ქალი (სერვანტესის "დონ კიხოტი"), მსახიობი (გ. დადიანის "წარმოდგენა") და სხვა. გადაღებულია ფილმებში: მერი ("ყვითელი ჩიტი"), თენგულის ცოლი ("აქედანა და შენამდე"), ხეთერელის მეუღლე ("ახალგაზრდა კომპოზიტორის მოგზაურობა")და სხვ. თანამედროვე თემაზე შექმნილი საუკეთესო როლისთვის მიღებული აქვს თეატრალური საზოგადოების ყოვეწლიური პრემია (1983). თეატრისა და კინოს მსახიობი.

წყარო: 2007 წლის საიუბილეო თარიღები: თეატრი, მუსიკა, კინო, ქორეოგრაფია),- თბ., 2007.- გვ.86; დანაკლისი : თეატრისა და კინოს მსახიობის რუსუდან ქვლივიძის გარდაცვალების გამო / ვაჟა ძიგუა // თეატრი და ცხოვრება.-თბ., 1994.-N3.- გვ.101; ეროვნული ფილმოგრაფიის პორტალი: geocinema.ge


გააზიარე: