The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



იოსებ ხუციშვილი

იოსებ ხუციშვილი
დაბადების თარიღი:30 მარტი, 1977  (48 წლის)
კატეგორია:იურისტი, მეცნიერი, პედაგოგი

ბიოგრაფია

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტი 1994 წელს; მაგისტრატურა 2000 წელს; თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი 2003 წელს; საქართველოს ტექნიუკურის უნივერსიტეტის დოქტორანტურა 2015 წელს.

2001-2006წწ. - საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სააღსრულებო დეპარტამენტი, თბილისის სააღსრულებო ბიურო, სასამართლო აღმასრულებელი; 2006 წელს - საქართველოს გენერალური პროკურატურა, თბილისის პროკურატურა, სტაჟიორი; საქართველოს გენერალური პროკურატურა, შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების სამსახურებში, საგარეო დაზვერვის სპეციალურ სამსახურში, თავდაცვისა და იუსტიციის სამინისტროებში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის დეპარტამენტი, სტაჟიორი; 2007-2013წწ. - საქართველოს გენერალური პროკურატურა, თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურატურა, პროკურორი; 2013-2020წწ. - საქართველოს გენერალური პროკურატურა, თბილისის პროკურატურის შსს ორგანოებშო ზედამხედველობის განყოფილების უფროსის მოადგილე; 2017-2021წწ. - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტი, ასოცირებული პროფესორი; 2020 წელს - საქართველოს გენერალური პროკურატურა, თბილისის პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს უფროსის მოადგილე; 2021 წლიდან - კავკასიის უნივერსიტეტი, სამართლის სკოლა, ასოცირებული პროფესორი; 2021 წლიდან - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტი, პროფესორი. მონაწილეობს საერთაშორისო კონფერენციებსა და სიმპოზიუმებში. მუშაობს სამეცნიერო ნაშრომებზე. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის პროფესორი.

წყარო: საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი: my.gtu.ge


გააზიარე: