Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ნოდარ ცერცვაძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. ჭიათურა. სწავლობდა შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტზე 1954-1958 წლებში. სხვადასხვა დროს მუშაობდა: ჭიათურის (1958-1959), რუსთაველის (1959-1960) თეატრებში; 1960 წლიდან გარდაცვალებამდე თბილისის მოზარდ მაყურებელთა ქართული თეატრის მსახიობი იყო. მის მიერ შესრულებული როლებიდან აღსანიშნავია: დარისპანი, ფილიპე, გალაქტიონი (დ. კლდიაშვილის "დარისპანის გასაჭირი", "ირინეს ბედნიერება", "ბაკულას ღორები"), კიკვიძე (ვ. დარასელის "კიკვიძე"), მეფე (გ. ნახუცრიშვილის "შაითან ხიხო"), მეფე ერეკლე (ვ. კანდელაკის "მაია წყნეთელი"), ტარიელი (მ. ჯაფარიძის "ჩვენებურები"), დათიკო (ი. ჭავჭავაძის "გლახის ნაამბობი"), ძია ელიოზი (რ. მამულაშვილის "ძია ელიოზი"), ჯუჯა (ჰ. ანდერსენის "ფიფქია და შვიდი ჯუჯა"), ექიმი (რ. სტივენსონის "განძთა კუნძული"), ჰერცოგი (უ. შექსპირის "მეთორმეტე ღამე"), ვახტანგი (ვ. როზოვის "გზა მშვიდობისა"), კაპიტანი ბერსენევი (ბ. ლავრენიოვის "რღვევა") და სხვა. წყარო: 2007 წლის საიუბილეო თარიღები: თეატრი, მუსიკა, კინო, ქორეოგრაფია.- თბ., 2007.- გვ.86
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |