The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ვალერი არღვლიანი

ოფიციალური სახელი:ფრაუნდ არღვლიანი
დაბადების თარიღი:25 სექტემბერი, 1947  (78 წლის)
კატეგორია:მსახიობი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი აჟარა, გულრიფშის რაიონი.

დაამთავრა თბილისის შოპთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტი 1972 წელს.

ინსტიტუტის დამთავრებისთანავე იგი სოხუმის კ. გამსახურდიას სახელობის სახელმწიფო თეატრის მსახიობია. მის მიერ შესრულებული როლებიდან აღსანიშნავია: მოხუცი (მ. გორკის "მოხუცი"), გაიოზი, ორკბილა (ალ. ჩხაიძის "დაუპატიჟებელი სტუმარი", "მიღების დღე"), სერგეი ტიულენინი (ა. ფადეევის "ახალგაზრდა გვარდია"), ტარტიუფი (მოლიერის "ტარტიუფი"), გრაციანი (უ. შექსპირის "ვენეციელი ვაჭარი"), ბახა (ვაჟა-ფშაველასდ "მოკვეთილი"), არსაკიძე (კ. გამსახურდიას "დიდოსტატის მარჯვენა"), ტრიგორინი (ა. ჩეხოვის "თოლია") და სხვა.

წყარო: 2007 წლის საიუბილეო თარიღები: თეატრი, მუსიკა, კინო, ქორეოგრაფია.- თბ., 2007.- გვ.87

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1989 - საქართველოს დამსახურებული არტისტი
  • 1982 - აფაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის დამსსახურებული არტისტი

გააზიარე: