Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ვახტანგ კუცია![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა საქართველოს სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის ეკონომიკის ფაკულტეტი 1971 წელს. 1964 წლიდან მონაწილეობდა სამხატვრო გამოფენებში. 1965 წლიდან თანამშრომლობდა სხვადასხვა ქვეყნის ჟურნალ-გაზეთებთან: "ნიანგი", "Крокодил", "Известия", "Литературная газета", "Смена" (რუსეთი), "Szpilki" (პოლონეთი); "Eulenspiegel" (გერმანია), "Dikobraz" (ჩეხეთი) და სხვ; მისი ძირითადი ნამუშევრები: 10 ათასზე მეტი კარიკატურა, გააფორმა და დაასურათა "ქართული ხალხური ზღაპრები" (I–II ტ.; 1991–1992), კრებული "150 საბჭოთა პოლიტიკური ანეკდოტი" (1991); ავტორია იუმორისტული კრებულებისა: "30 ნახატი კახელებზე", "ბურთი იცინის" (1998) და სხვ. გამოფენები: პერსონალური – "მერანი" (1986), საქართველოს ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმი (1991), თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია (2010) და სხვ.; მონაწილეობდა კარიკატურისტთა კონკურსებში. პრესაში გამოქვეყნებული კარიკატურების რაოდენობის გამო შეტანილია გინესის რეკორდსმენთა სიაში; 1986 წლიდან იყო ანსამბლ "ორერას" სოლისტი. ანსამბლი ასრულებდა მის მუსიკასა და ლექსებზე შექმნილ რამდენიმე სიმღერას. მხატვარი (კარიკატურა, პლაკატი, წიგნის გრაფიკა), კარიკატურისტი, ილუსტრატორი. წყარო: საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია: ქართული ენციკლოპედიის ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია: georgianencyclopedia.ge; საქართველო: ენციკლოპედია: ტ.5. -თბ.,2023. -გვ.247 Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |