The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ზურაბ კუჭავა

ზურაბ კუჭავა
დაბადების თარიღი:1 იანვარი, 1962  (63 წლის)
კატეგორია:მათემატიკოსი, სპორტსმენი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გამოყენებითი მათემატიკისა და კიბერნეტიკის ფაკულტეტი 1984 წელს.

1990–1998წწ. მონაწილეობდა და შესრულებული აქვს მრავალი რთული ასვლა საქართველოს ნაკრებისა და დამოუკიდებელი ექსპედიციების შემადგენლობებში: კომუნიზმის პიკი (7495 მ), ლენინის პიკი (7134 მ), ხან-თენგრი (6995 მ), მანასლუ (ჰიმალაი, 8163 მ). 1993 წელს იყო საერთაშორისო ალპინიზმის ცენტრის "ტიან-შანის" ინსტრუქტორი (ხელმძღვ. ვ. კომისაროვი). ასევე შესრულებული აქვს მრავალი ასვლა კავკასიონის მწვერვალებზე (მყინვარწვერი, უშბა, შხარა და სხვ.), მ. შ. პირველგავლები: ჭაუხი – ასათიანის სვეტით 6 (1995), შხარა მთავარი – უშგულის კედლის ცენტრით 6B (1996 წლიდან), მყინვარწვერი – ზამთრის ასვლა გველეშაპის კედლით 5A (2003). არის მთამსვლელობის სკოლის დამაარსებელი და ხელმძღვანელი (1996); 2001 წლიდან ალპინისტური ასოციაციების საერთაშორისო გაერთიანების (UIAA) ახალგაზრდული კომისიის საქართველოს წარმომადგენელი. მთამსვლელი.

წყარო: საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული  აკადემია: ქართული ენციკლოპედიის ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია: georgianencyclopedia.ge საქართველო: ენციკლოპედია: ტ.5. -თბ.,2023. -გვ.248

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს მთამსვლელობისა და კლდეზე ცოცვის ასოციაცია, პრეზიდენტი (2007-)
  • საქართველოს მთამსვლელობისა და კლდეზე ცოცვის ასოციაცია, ვიცე-პრეზიდენტი (2001-2007)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 2013 - საქართველოს სპორტის დამსახახურებული მოღვაწე

გააზიარე: