Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
მიხეილ კიკნაძე![]()
Biographyდაამთავრა მოსკოვის საერთაშორისო ურთიერთობების ინსტიტუტი (MGIMO), კვალიფიკაცია: საერთაშორისო ურთიერთობები 2010 წელს; მოსკოვის ეკონომიკის უმაღლესი სკოლის (HSE) მაგისტრატურა, კვალიფიკაცია: მსოფლიო პოლიტიკა და მსოფლიო ეკონომიკა - 2013 წელს; საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის დოქტორანტურა, კვალიფიკაცია: ბიზნეს ადმინისტრირება 2016 წელს. 2016-2018წწ. - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ბიზნეს-ინჟინერინგის ფაკულტეტი, უფროსი მასწავლებებლი; 2018-2019წწ. - ევროპის უნივერსიტეტი, საერთაშრისო ურთიერთობების პროგრამა, ასოცირებული პროფესორი; 2019 წლიდან - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამართლის და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტი, ასოცირებული პროფესორი. მისი კვლევის ინტერესები მოიცავს საერთაშორისო კონფლიქტებს და მოლაპარაკებებს, რეგიონალური ლიდერობის ასპექტებს, ამერიკის საგარეო პოლიტიკას, მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების პრობლემემს თანამედროვე მსოფლიოში. უძღვება შემდეგ კურსებს: შესავალი რეგიონმცოდნეობაში; საერთაშორისო ურთიერთობების თეორია; პოლიტიკური გეოგრაფია; ამერიკის საგარეო პოლიტიკა. სამეცნიერო ინტერესები: საერთაშორისო კონფლიქტები და მოლაპარაკებები, რეგიონალური ლიდერობა, ამერიკის საგარეო პოლიტიკა, მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების პრობლემემი თანამედროვე მსოფლიოში. მონაწილეობს საერთაშორისო კონფერენციებსა და სიმპოზიუმებში. მუშაობს სამეცნიერო ნაშრომებზე. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი. ბიზნეს ადმინისტრირების დოქტორი. წყარო: საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი: my.gtu.ge
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |