შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ირმა ცომაია![]()
ბიოგრაფიადაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი ქიმიკოს - ინჟინერ ტექნოლოგის კვალიფიკაციით 1995 წელს; მოსკოვის ი. მ. სეჩენოვის სახელობის სამედიცინო აკადემიის (I სამედიცინო ინსტიტუტი) ასპირანტურა 1997 წელს; მოსკოვის ი. მ. სეჩენოვის სახელობის სამედიცინო აკადემიის (I სამედიცინო ინსტიტუტი) დოქტურანტურა 2007 წელს. 1991-1993წწ. თსუ-ს სოხუმის ფილიალი, ქიმიის კათედრა, ლაბორანტი; 2009-2013წწ. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, ქიმიური ტენოლოგიის და მეტალურგიის ფაკულტეტი, ასოცირებული პროფესორი; 2009-2012წწ. სსიპ სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი, საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და ჯანდაცვის ფაკულტეტი, ასოცირებული პროფესორი; 2014 წლიდან საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, ხარისხის უზრუნველყოფის სისტემის განვითარების განყოფილება, უფროსი სპეციალისტი; 2014 წლიდან საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, ქიმიური ტენოლოგიის და მეტალურგიის ფაკულტეტი, პროფესორი. 100-დე სამეცნიერო ნაშრომის ავტორი და თანაავტორი. ფარმაციის მეცნიერებათა კანდიდატი (1997, რუსეთი), ფარმაციის დოქტორი (2007, რუსეთი), პროფესორი (2009). წყარო: საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ვებგვერდი: my.gtu.ge ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |