The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



გიორგი მურვანიძე

გიორგი მურვანიძე
დაბადების თარიღი:25 ოქტომბერი, 1979  (45 წლის)
კატეგორია:იურისტი, მეცნიერი, პედაგოგი

ბიოგრაფია

დაამთავრა თბილისის სახელწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი 2002 წელს; საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის დოქტორანტურა 2020 წელს.

2004-2006წწ. - საქართველოს პროკურატურა, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პროკურატურა, უფროსი გამომძიებელი; 2007-2014წწ. - ექსპერტიზის ეროვნული ბიურო, აჭარის რეგიონული დეპარტამენტი, დეპარტმენტის უფროსი; 2014 წლიდან - ექსპერტიზის ეროვნული ბიურო, ცენტრალური ოფისი, ბიუროს უფროსის მოადგილე. მისი კვლევის სფეროა: სახელმწიფოსა და სამართლის თეორია, სახელწიფოს და სამართლის ურთიერთდამოკიდებულება, მათი გავლენები პოლიტიკურ და საზოგოდოებრივ ცხოვრებაზე, სახელწიფოსა და სამართლის წარმოშობის საკითხები, მათი განვითარების ეტაპები. პოლიტიკური პარტიების როლი სახელმწიფოს განვითარებაში, სამართლის უზენაესობის საკითხები, სამართლებრივი სახელმწიფო და მისი გამოწვევები. დემოკრატიული და ავტოკრატიული სახელმწიფოების განვითარების თავისებურებები, სახელმწიფოს მექნიზმი და ფუნქციები. სამეცნიერო ინტერესები: სახელმწიფო და სამართალი.  მონაწილეობს საერთაშორისო კონფერენციებსა და სიმპოზიუმებში. მუშაობს სამეცნიერო ნაშრომებზე. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის ასისტენტ-პროფესორი. საერთაშორისო ურთიერთობის დოქტორი.

წყარო: საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი: my.gtu.ge


გააზიარე: