| შესვლა |
![]() |
|
| დასაწყისიკატეგორიები |
|
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
გიორგი მურვანიძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ბათუმი. დაამთავრა თბილისის სახელწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი 2002 წელს; საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის დოქტორანტურა 2020 წელს. 2004-2006წწ. - საქართველოს პროკურატურა, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პროკურატურა, უფროსი გამომძიებელი; 2007-2014წწ. - სსიპ-ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს აჭარის რეგიონული ექსპერტიზის დეპარტამენტის უფროსი; 2014-2025წწ. - სსიპ - ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს უფროსის მოადგილე; 2025.13.06 - 2025.11.08 - ბათუმის მუნიციპალიტეტის ვიცე მერი - მერის მოვალეობის შემსრულებელი; 2025 წლის 14 აგვისტოს სსიპ - ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს უფროსად დაინიშნა. მისი კვლევის სფეროა: სახელმწიფოსა და სამართლის თეორია, სახელწიფოს და სამართლის ურთიერთდამოკიდებულება, მათი გავლენები პოლიტიკურ და საზოგოდოებრივ ცხოვრებაზე, სახელწიფოსა და სამართლის წარმოშობის საკითხები, მათი განვითარების ეტაპები. პოლიტიკური პარტიების როლი სახელმწიფოს განვითარებაში, სამართლის უზენაესობის საკითხები, სამართლებრივი სახელმწიფო და მისი გამოწვევები. დემოკრატიული და ავტოკრატიული სახელმწიფოების განვითარების თავისებურებები, სახელმწიფოს მექნიზმი და ფუნქციები. სამეცნიერო ინტერესები: სახელმწიფო და სამართალი. მონაწილეობს საერთაშორისო კონფერენციებსა და სიმპოზიუმებში. მუშაობს სამეცნიერო ნაშრომებზე. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის ასისტენტ-პროფესორი. საერთაშორისო ურთიერთობის დოქტორი. წყარო: საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი: my.gtu.ge; სსიპ-ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიურო : expertiza.gov.ge
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

