შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
გრიგოლ კუჭაიძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი. დაამთავრა მოსკოვის უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტი 1916 წელს. 1921–1934წწ. მუშაობდა საქართველოში ჯანმრთელობის დაცვის კომისრად; მოსკოვის ვაქცინების და შრატების ინსტიტუტის, კურორტოლოგიისა და ფიზიოთერაპიის საკავშირო სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის დირექტორად; ექსპერიმენტული მედიცინის საკავშირო ინსტიტუტის დირექტორის მოადგილედ. მისი თაოსნობით მრავალი სამკურნალო დაწესებულება გაიხსნა საქართველოში. ჯანდაცვის პირველი სახალხო კომისარი (მინისტრი) საქართველოში (1934). წყარო: საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია: ქართული ენციკლოპედიის ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია: georgianencyclopedia.ge; საქართველო: ენციკლოპედია: ტ.5. -თბ.,2023. -გვ.248
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |