The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ინდიკო კუხალაშვილი

ინდიკო კუხალაშვილი
დაბადების თარიღი:1909
გარდაცვ. თარიღი:1990  (81 წლის ასაკში)
კატეგორია:ინჟინერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი ახუთი, ახლანდელი ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტი.

დაამთავრა ამიერკავკასიის სატყეო-ტექნიკური ინსტიტუტი 1930 წელს; ლენინგრადის კიროვის სახელობის სატყეო-ტექნიკური აკადემია 1937 წელს.

1937–1941წწ. მუშაობდა კარელიაში კონდოპოტის ცელულოზა-ქაღალდის კომბინატში; 1950–1977წწ. იყო "ენგურ-ქაღალდკომბინატის" მთავარი ინჟინერი, შემდეგ ინჟინერ-კონსულტანტი. სულფიტ-ცელულოზას წარმოების ინტენსიფიკაციის მეთოდის შემუშავებისა და დანერგვისათვის (სხვა სპეციალისტებთან ერთად) 1949 მიენიჭა სტალინური პრემია. ინჟინერი ქაღალდის მრეწველობის დარგში. 

წყარო: საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული  აკადემია: ქართული ენციკლოპედიის ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია: georgianencyclopedia.ge საქართველო: ენციკლოპედია: ტ.5. -თბ.,2023. -გვ.249-250

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1949 - სტალინური პრემია
    სულფიტ-ცელულოზას წარმოების ინტენსიფიკაციის მეთოდის შემუშავებისა და დანერგვისათვის
  • საქართველოს დამსახურებული ინჟინერი

გააზიარე: