The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



გიორგი შენგელია

გიორგი შენგელია
Date of birth:1 October, 1937  (87 years)
Category:Dancer

Biography

დაბადების ადგილი: სოფელი საბუე, ყვარლის რაიონი.

1956 წელს ჩაირიცხა თბილისის თვითშემოქმედი ახალგაზრდული ცეკვის ანსამბლში და მონაწილეობა მიიღო 1957 წელს მოსკოვში ჩატარებულ სტუდენტთა და ახალგაზრდობის VI მსოფლიო ფესტივალში (ფესტივალის ლაურეატი); 1957-1958 წლებში მუშაობდა საქართველოს სახელმწიფო ფილარმონიაში; 1958 წელს მონაწილეობდა მოსკოვში საქართველოს ლიტერატურისა და ხელოვნების დეკადაში; 1958 წელს იგი, როგორც მუსიკოსი და მოცეკვავე მუშაობდა საქართველოს სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლში (ლოტბარი ვ. ცაგარეიშვილი, ქორეოგრაფი ჯ. ბაგრატიონი). შენგელია დოლის თანხლებით ვირტუოზულად ასრულებდა სოლო პარტიებს მთიულურ ცეკვებში; 1958 წელს ხელოვანი ი. სუხიშვილმა საქართველოს ხალხური ცეკვის სახელმწიფო ანსამბლში მიიწვია, სადაც 30 წელი წარმატებით იმოღვაწა და მსოფლიოს მრავალი ქვეყანა მოიარა. ქართველი მოცეკვავე.

წყარო: 2007 წლის საიუბილეო თარიღები: თეატრი, მუსიკა, კინო, ქორეოგრაფია.- თბ., 2007.- გვ.89

Awards and Honors

  • 1967 - საქართველოს დამსახურებული არტისტი

Share: