The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ნიკა ასვანუა

ნიკა ასვანუა
დაბადების თარიღი:25 თებერვალი, 1988  (37 წლის)
კატეგორია:იურისტი, მეცნიერი, პედაგოგი

ბიოგრაფია

დაამთავრა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამართალმცოდნეობის ფაკულტეტი 2006 წელს; დოქტორანტურა - 2020 წელს.

2007-2012წწ. - შპს "სავანე ჯგუფი", პროექტების მართვის მენეჯერი; 2010-2012წწ. - საქართველოს უზენაესი სასამართლო, სამოქალაქო საქმეთა პალატა, სტაჟიორი; 2012-2021წწ. - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობათა ფაკულტეტი, უფროსი მასწავლებელი; 2012-2017წწ. - თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულო, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომისია, წამყვანი სპეციალისტი; 2017-2020წწ. - თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულო, სატრანსპორტო საკითხთა კომისია, წამყვანი სპეციალისტი; 2020 წლიდან - ალტე უნივერსიტეტი, სამართლის ფაკულტეტი, ასისტენტ-პროფესორი; 2020 წლიდან - იუსტიციის უმაღლესი საბჭო, დამოუკიდებელი ინსპექტორის სამსახური, მრჩეველი ადმინისტრაციული სამართლის მიმართულებით; 2021 წლიდან - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობათა ფაკულტეტი, ასისტენტ-პროფესორი. მუშაობს სამეცნიერო ნაშრომებზესაჯარო მმართველობის დოქტორი.

წყარო: საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი: my.gtu.ge

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: