Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ნათია კავსაძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტი 1979 წელს. 1980-1993წწ. მუშაობდა რუსთაველის თეატრში მსახიობად; 1985-2002წწ. შ. რუსთაველის სახელობის სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტის მეტყველების კათედრის პედაგოგია. 1996 წლიდან დღემდე მუშაობს თეატრალური სკოლა-სტუდიაში "ბერიკები" - პედაგოგად; 2003 წლიდან ტელეკომპანია "მზის" კინოგახმოვანების სტუდიის მსახიობია; მის მიერ სცენაზე განსახიერებული როლებიდან აღსანიშნავია: ანო (თ. ჭილაძის "როლი დამწყები მსახიობი გოგონასათვის"), გოგონა (მ. შატროვის "ლურჯი ცხენები, წითელ ბალახზე"), სონა (ავქ. ცაგარელის "ხანუმა"), მოსწავლე (რ. სტურუას, ა. ვარსიმაშვილის "ვარიაციები თანამედროვე თემაზე"), თამარი (კ. გოლდონის "მშვენიერი ქართველი ქალი"), ქალი (ომში დაღუპულ პოეტთა ლექსების მიხედვით "რექვიემი"), თამრიკო (ა. ჩხაიძის "როცა ქალაქს სძინავს"), ვერიკო (ა. ვამპილოვის "ნადირობა"), თინათინი (აკ. წერეთლის "სამგვარი სიყვარული"), ამელია (ფ. გარსია-ლორკას "ბერნანდა ალბას სახლი"). გადაღებულია ტელესერიალებში: "გოგონა გარეუბნიდან", "ჩემი ცოლის დაქალები" და სხვა. ნ. კავსაძის რეჟისორობით საბავშვო თეატრში "მეორე სახლი" წარმატებით დაიდგა საბავშვო სპექტაკლი "შრეკი". წყარო: 2007 წლის საიუბილეო თარიღები: თეატრი, მუსიკა, კინო, ქორეოგრაფია.- თბ., 2007.- გვ.90
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |