The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ეკატერინე მაცაბერიძე

ეკატერინე მაცაბერიძე
დაბადების თარიღი:29 აპრილი, 1963  (61 წლის)
კატეგორია:ინჟინერი, მეცნიერი, ტექნოლოგი, ქიმიკოსი

ბიოგრაფია

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი (შემდგომში საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი) ინჟინერ-ქიმიკოს ტექნოლოგი კვალიფიკაციით 1985 წელს; საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის ანალიზური ქიმიის კათედრის ასპირანტურა.

1985-19867წწ. საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი, ანალიზური ქიმიის კათედრა, უმცროსი მეცნიერ მუშაკი, ლაბორანტი; 1987-1990წწ. თბილისის სალოკომოტივო დეპო, საგზაო ქიმიური ლაბორატორია, ინჟინერი; 1990 წლიდან მუშაობს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტში: 1990-2006წწ. გარემოს დაცვის კათედრა, ლაბორანტი; 2006-2007წწ. გარემოს დაცვის და საინჟინრო ეკოლოგიის კათედრა, ლაბორანტი; 2007-2013წწ. ქიმიური და ბიოლოგიური ტექნოლოგიების დეპარტამენტი, ტექნიკოსი, ლაბორანტი, უფროსი ლაბორანტი; 2013 წლიდან ქიმიური ტექნოლოგიის და მეტალურგიის ფაკულტეტი, ასისტენტ-პროფესორი. მრავალი სამეცნიერო ნაშრომის ავტორი. ქიმიის აკადემიური დოქტორი (2011), პროფესორი (2013).

წყარო: საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ვებგვერდი: my.gtu.ge

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: