შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
სულავა ნათია![]()
ბიოგრაფიადაამთავრა პარმის სასწავლო უნივერსიტეტი იურისპრუდენციის დოქტორის კვალიფიკაციით 2000 წელს; საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის დოქტორანტურა 2020 წელს. 2002-2004წწ. - საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საერთაშორისო სამართლებრივი ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი; 2005-2013წწ. - საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო, საქართველოს საელჩო იტალიაში, მალტასა და სან მარინოში, უფროსი მრჩეველი; 2016 წელს - საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია, რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტი, კონსულტანტი; 2017-2018წწ. - საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო, ადმინისტრაციული დეპარტამენტის უფროსი; 2018-2023წწ. - საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო, მინისტრის აპარატი, მინისტრის მრჩეველი; 2019-2021წწ. - საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია, ადმინისტრაციის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი, ადმინისტრაციის უფროსის პირველი მოადგილე; 2021 წლიდან - საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია, ადმინისტრაციის უფროსი. სამეცნიერო ინტერესები: იტალია-საქართველოს ურთიერთობები ორმხრივ და მრავალმხრივ ფორმატებში, საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესი, საერთაშორისო ტეროტიზმი, სამხრეთ კავკასიისა და შავი ზღვის რეგიონი, ენერგო უსაფრთხოება, ახლო აღმოსავლეთი, აშშ-ს საერთაშორისო პოლიტიკა. მონაწილეობს საერთაშორისო კონფერენციებსა და სიმპოზიუმებში. მუშაობს სამეცნიერო ნაშრომებზე. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის ასისტენტ-პროფესორი. საერთაშორისო ურთიერთობების დოქტორი. წყარო: საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი: my.gtu.ge ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |