Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
გიორგი ლავრელაშვილი![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკის ფაკულტეტი 1979 წელს. 1980 წლიდან მუშაობს ა. რაზმაძის სახელობის მათემატიკის ინსტიტუტის (2011 წლიდან თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ა. რაზმაძის მათემატიკის ინსტიტუტი) თეორიული ფიზიკის განყოფილებაში სხვადასხვა თანამდებობაზე. იმავდროულად მუშაობდა ბირთვული კვლევების გაერთიანებულ ინსტიტუტში (1983–1987; JINR, დუბნა, რფ), მაქს პლანკის ფიზ. ინსტიტუტში (1991–1994; მიუნხენი, გერმანია), ციურიხის (1994–1996), ბერნისა (1996–1998) და ჟენევის (2005–2006; შვეიცარია) უნივერსიტეტებში; 2009–2010წწ. და 2014–2015წწ. მიწვეული მეცნიერის სტატუსით მოღვაწეობდა მაქს პლანკის გრავიტაციული ფიზიკის ინსტიტუტში (პოტსდამი, გერმანია). მისი სამეცნიერო ინტერესები მოიცავს კლასიკური და კვანტური გრავიტაციისა და კოსმოლოგიის საკითხებს. დამატებითი განზომილებების თეორიას. 1985 წელს აღმოაჩინა (თანაავტორებთან ერთად) ე. წ. უარყოფითი მოდის პრობლემა გრავიტაციით კვანტურ ტუნელირებაში, რომელიც არსებითია ადრეულ სამყაროში I გვარის ფაზური გადასვლების აღსაწერად; 1987–1988წწ. შეისწავლა ნაწილაკების დაბადების პროცესები სივრცე-დროის ტოპოლოგიის ცვლილებისას, რითაც საფუძველი ჩაუყარა ახალ მიმართულებას კვანტურ გრავიტაციაში – ე. წ. ევკლიდური ვორმჰოლების ფიზიკას; მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა არააბელური შავი ხვრელების ფიზიკის განვითარებაში. თეორიულად დაადგინა ახალი ტიპის არააბელური შავი ხვრელების არსებობის შესაძლებლობა. ფიზიკოს-თეორეტიკოსი. წყარო: საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია: ქართული ენციკლოპედიის ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია: georgianencyclopedia.ge; თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამეცნიერო პორტალი: rp.tsu.ge; საქართველო: ენციკლოპედია: ტ.5. -თბ.,2023. -გვ.262 Member of Organizations
Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |