შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ლავრენტი გაბაშვილი![]()
ბიოგრაფია1687 წელს ხელმძღვანელობდა საქართველოს ელჩობას რუსეთში. დიდი წვლილი მიუძღვის დონის მონასტრის აღმშენებლობაში. 1705 წელს ამავე მონასტერში არქიმანდრიტად (წინამძღვრად) დაინიშნა. მისი ძალისხმევით დონის მონასტერი იქცა მოსკოვის ქართველების სულიერ ცენტრად. მან მონასტერში საფუძველი ჩაუყარა ქართველ მოღვაწეთა პანთეონს. განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევდა მოსკოვში მცხოვრებ ქართველი ახალგაზრდობის აღზრდასა და განათლების საქმეს. საეკლესიო მოღვაწე. წყარო: საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია: ქართული ენციკლოპედიის ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია: georgianencyclopedia.ge; ქართველი ისტორიული მოღვაწენი: qim.ge; საქართველო: ენციკლოპედია: ტ.5. -თბ.,2023. -გვ.262
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |