შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
მაია გუგუშიძე![]()
ბიოგრაფიადაამთავრა საქართველოს ვ. ი. ლენინის სახელობის პოლიტექნიკური ინსტიტუტი ინჟინერ-ქიმიკოს ტექნოლოგი კვალიფიკაციით 1990 წელს; საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის დოქტურანტურა 2011 წელს. 1990 წლიდან მუშაობს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში: 1990-2003წწ. გარემოს დაცვის კათედრა, ლაბორანტი, ქიმიკოს-ლაბორანტი; 2003-2006წწ. სტუ-ს წყლების საგამოცდო ლაბორატორია "ეკოლოგი" გარემოს დაცვის კათედრა, ქიმიკოს-ლაბორანტი; 2011-2013წწ. გარემოს დაცვის კათედრა, შეთავსებით პედაგოგიური დატვირთვა საათობრივი ანაზღაურებით; 2013-2021წწ. გარემოსდაცვითი ინჟინერიისა და ეკოლოგიის დეპარტამენტი, მოწვეული ასოცირებული პროფესორი; 2021 წლიდან გარემოსდაცვითი ინჟინერიისა და ეკოლოგიის დეპარტამენტი, ასოცირებული პროფესორი. მრავალი სამეცნიერო ნაშრომის ავტორი, ქიმიის დოქტორი (2011), პროფესორი (2013). წყარო: საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტის ვებგვერდი: my.gtu.ge
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |