Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ივანე ლაზარევი![]()
Biographyმეთაურობდა ლეგიონს, რომელიციც 1799 წლის ნოემბერში საქართველოში შემოვიდა რუსეთთან გეორგიევსკში დადებული ხელშეკრულების საფუძველზე. ის ფაქტობრივად, 1800 წლის დეკემბრის მიწურულიდან 1801 წლის იანვრის ბოლომდე განაგებდა ადგილობრივ ხელისუფლებას. 1801–1802წწ. სათავეში ედგა დროებით მმართველობას. გიორგი XII-ემ სიკვდილის წინ სასულიერო პირების მეშვეობით მოთხოვნა გაუგზავნა, რომელიც 1783 წლის ტრაქტატის თანახმად, ითვალისწინებდა მისი გარდაცვალების შემდეგ უფლისწულ დავითის დაუყოვნებლივ გამეფებას, მაგრამ მას ამ დროს უკვე მიღებული ჰქონდა იმპერატორ პავლე I-ის ბრძანება სამეფო ტახტის მემკვიდრეობით გადაცემის აკრძალვის თაობაზე, ამიტომ მან არაფრად ჩააგდო მეფის მოთხოვნა. რუსული მმართველობის შემოღების შემდეგ მას რუსული ჯარის უფროსობა დაევალა. ერთი ვერსიით იგი მოკლა გიორგი XII-ის ქვრივმა მარიამ დედოფალმა მისი რუსეთში ძალით გადასახლების მცდელობისათვის. ზოგიერთი მოსაზრებით დედოფალისადმი უპატიებელი მოპყრობის გამო გენერალი მოკლა მარიამის მხლებელმა (მცველი) ნიკოლოზ ხიმშიაშვილმა. რუსი სამხედრო მოხელე კავკასიაში, გენერალ-მაიორი (1798). წყარო: საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია: ქართული ენციკლოპედიის ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია: georgianencyclopedia.ge; საქართველო: ენციკლოპედია: ტ.5. -თბ.,2023. -გვ.264
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |