The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



გერონტი დათუაშვილი

გერონტი დათუაშვილი
დაბადების თარიღი:19 ივლისი, 1920
გარდაცვ. თარიღი:10 ოქტომბერი, 2008  (88 წლის ასაკში)
კატეგორია:არქიტექტორი, ინჟინერი, მეცნიერი, პედაგოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა საქართველოს ინდუსტრიული ინსტიტუტის (შემდგომში საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი, ამჟამად საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი) სამშენებლო ფაკულტეტი ინჟინერ-არქიტექტორის კვალიფიკაციით 1945 წელს.

1949-1950წწ. მუშაობდა რუსთაველის სახელობის თეატრის აღდგენა-რეაბელიტაციაზე ინჟინერ-არქიტექტორად; 1952-1954წ. თბილისის მეტალურგიული ტექნიკუმი, პედაგოგი; 1954-1959წწ. საპროექტო ინსტიტუტი -"საქსახპროექტი", არქიტექტორი; თბილისის სარკინიგზო საგზაო ტრანსპორტის ინსტიტუტი (ТБИИЖТ) ასისტენტი, უფროსი მასწავლებელი, მკვლევარი; 1959-2007წწ. საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი (საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი), არქიტექტურის ფაკულტეტი, საინჟინრო გრაფიკის კათედრა, ხაზვისა და მხაზველობითი გეომეტრიის კათედრა, უფროსი მასწავლებელი, დოცენტი. მრავალი სამეცნიერო ნაშრომის, სახელმძღვანელოს ავტორი. 1941-1943წწ. მონაწილეობდა დიდ სამამულო ომში. დაჯილდოებული იყო ორდენებითა და მედლებით.

წყარო: ქეთევან დათუაშვილის მიერ მოწოდებული ბიოგრაფიული მონაცემები.

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • შრომის წითელი დროშის ორდენი
  • ხალხთა მეგობრობის ორდენი

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: