The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



გელა ჭედია

გელა ჭედია
Date of birth:14 August, 1978
Date of death:9 August, 2008  (at 29 years)
Burial location: სოფელ ლეციცხვაიეს გიორგი ჭყონდიდელის სახელობის ეკლესია, მარტვილის მუნიციპალიტეტი
Category:Military Person

Biography

დაბადების ადგილი: სოფელი ლეციცხვაიე, მარტვილის მუნიციპალიტეტი.

დაამთავრა საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემია 1999 წელს.

აკადემიის დამთავრებისთანავე ჩაირიცხა კოჯრის სპეცდანიშნულების ბატალიონში; 2005–2007 წლებში მსახურობდა საქართველოს შეიარაღებული ძალების მეოთხე ქვეით ბრიგადაში ბატალიონის მეთაურად; 2003 წელს კაპიტანი გელა ჭედია მეთაურობდა პირველ ქართულ სამშვიდობო კონტინგენტს ერაყში; 2006-2007 წლებში მსახურობდა ცხინვალის რეგიონში, 2007-2008 წლებში ზემო აფხაზეთში; 2008 წელს დაინიშნა V ქვეითი ბრიგადის 53-ე ბატალიონის მეთაურად; 2008 წლის აგვისტოში რუსეთ-საქართველოს ომის დროს ხელმძღვანელობდა საბრძოლო ოპერაციას ერედვის მუნიციპალიტეტის სოფელ ფრისის ტერიტორიაზე, მათ შორის სტრატეგიულად მნიშვნელოვან წვერიახოს მთასთან, სადაც სასიკვდილოდ დაიჭრა. გელა ჭედიას სახელს ატარებს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სპეციალური დანიშნულების სასწავლო ცენტრი და თბილისის ერთ-ერთი ქუჩა. მაიორი (2006), დაიღუპა რუსეთ-საქართველოს ომში (2008).

წყარო: ემზადე ომისთვის, თუ მშვიდობა გინდა! = Si pacem, para bellum! / მინდია არაბული // ვემსახურები საქართველოს / საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ყოველკვარტალური ჟურნალი.-თბილისი, 2008.-1512-4891 N2.- გვ.34-39; ქართული ჯარი - გმირი გელა ჭედია: youtube.comგმირი : 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპული ჯარისკაცების ხსოვნისადმი მიძღვნილი წიგნი: ნაწ. 1 / წიგნზე მუშაობდნენ: თორნიკე ყაჯრიშვილი, თამარ შარმიაშვილი, დავით ფაჩუაშვილი [და სხვ.].-თბ.,2010.-გვ.45-46

Awards and Honors

  • 2008 - ვახტანგ გორგასლის I ხარისხის ორდენი (გარდაცვალების შემდეგ)

Share: