The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ნინო ქებაძე

ნინო ქებაძე
დაბადების თარიღი:17 დეკემბერი, 1976  (48 წლის)
კატეგორია:ინჟინერი, მეცნიერი, პედაგოგი, ტექნოლოგი, ქიმიკოსი

ბიოგრაფია

დაამთავრა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ინჟინერ-ქიმიკოს-ტექნოლოგის კვალიფიკაციით 2000 წელს; საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ასპირანტურა.

2010 წლიდან მუშაობს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ქიმიური ტექნოლოგიისა და მეტალურგიის ფაკულტეტზე: 2010-2011წწ. სპეციალისტი; 2011-2012წწ. ლაბორანტი; 2012-2016წწ. სპეციალისტი; 2016-2017წწ. უფროსი მასწავლებელი; 2018-2021წწ. მოწვეული პროფესორი; 2021 წლიდან ასოცირებული პროფესორი. გამოქვეყნებული აქვს 1 მონოგრაფია, 1 სახელმძღვანელო, 3 დამხმარე სახელმძღვანელო და 23 სამეცნიერო ნაშრომი. ქიმიის დოქტორი (2008), პროფესორი (2018).

დისერტაციის თემა - "სამედიცინო დანიშნულების დისპერსიული სისტემები ბიოდეგრადირებადი პოლიესტერამიდების საფუძველზე", დაიცვა 2008 წელს.

წყარო: საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ვებგვერდი: my.gtu.ge

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: