Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ლეჟო ლასარეიშვილი![]()
Biographyდაბადების ადგილი: სოფელი ქოლობანი, ახლანდელი აბაშის მუნიციპალიტეტი. დაამთავრა საქართველოს სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის სუბტროპიკული მეურნეობის ფაკულტეტი 1949 წელს. 1950–1953წწ. იყო გაგრის, ჩაქვისა და ხეთის მეურნეობების, 1957–1958წწ. საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს მეხილეობის სამმართველოს მთავარი აგრონომი; 1958–1961წწ. საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის მრავალწლოვანი კულტურების განყოფილების სწავლული მდივანი; 1961–2004წწ. მებაღეობის, მევენახეობისა და მეღვინეობის სამეცნიერო- კვლევითი ინსტიტუტის კაკლოვანი და მშრალი სუბტროპიკული კულტურების განყოფილების უფროსი. მან შეისწავლა მარწყვის, კაკლის, თხილისა და ბროწეულის კულტურათა ბიოლოგიური და სამეურნეო თავისებურებანი საქართველოს სხვადასხვა რეგიონში, დაამუშავა კოლხეთის დამშრალ მიწებზე თხილის გაშენებისა და მოვლის აგროტექნიკის საკითხები. ავტორია სამეცნიერო ნაშრომებისა და მონოგრაფიეების. მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები. აგრონომი, სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა დოქტორი (1979), პროფესორი (1991). წყარო: საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია: ქართული ენციკლოპედიის ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია: georgianencyclopedia.ge; საქართველო: ენციკლოპედია: ტ.5. -თბ.,2023. -გვ.295 Member of Organizations
Awards and Honors
Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |